ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში “UNICEF”- ის თანამშრომელი მოკლეს
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, თავდასხმის დროს “UNICEF”-ის ერთი თანამშრომელი და 5 საგანმანათლებლო მუშაკი მოკლეს. ინფორმაციას „Foxnews”-ი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, “UNICEF”-ის ჯგუფზე თავდასხმა მაშინ განხორციელდა, როდესაც ისინი მარკუნდას ტერიტორიაზე გადაადგილდებოდნენ.
„ეს იყო უაზრო ქმედება, რომელიც მიზანმიმართული იყო იმ ადამიანთა მიმართ, ვინც რეგიონში დაუცველი მოსახლეობის სიცოცხლის გაუმჯობესებისთვის იმყოფებოდა“, – განაცხადა, მარ პიერ ფოირერმა, რომელიც დასავლეთ და ცენტრალურ აფრიკაში “UNICEF”-ის რეგიონალური წარმომადგენელია.