მარინ ლე პენს პატიმრობა ემუქრება
პარიზის გარეუბნის ნანტერის პროკურატურამ, მემარჯვენე პარტია „ნაციონალური ფრონტის“ ლიდერი მარინ ლე პენი „ძალადობის აქტის შემცველი გამოსახულებების გავრცელებაში“ დაადანაშაულა.
საუბარია იმის შესახებ, რომ სოციალურ ქსელ ტვიტერში, მარინ ლე პენმა განათავსა მძევლების მკვლელობის ფოტოები, რაც „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების მიერ იყო გამოქვეყნებული. მათ, სხვებთან ერთად, ამერიკელი ჟურნალისტი ჯეიმს ფოული სიკვდილით დასაჯეს. თავად მარინ ლე პენმა განაცხადა, რომ ცდილობდა საზოგადოების ყურადღება მიეპყრო იმ სისასტიკის მიმართ, რომელსაც რადიკალი ისლამისტები იყენებენ, მაგრამ საზოგადოებაში ატეხილი ცხარე კამათის შემდეგ, ის იძულებული იყო ფოტოები წაეშალა. იმ შემთხვევაში, თუკი სასამართლო ლე პენს დამნაშავედ სცნობს, მას შეიძლება სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა და 75 ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდა დაემუქროს. 2017 წლის ნოემბერში, პროკურატურის მოთხოვნით, მარინ ლე პენს სადეპუტატო იმუნიტეტი მოუხსნეს.