პარლამენტში მხატვრული ფილმის – „დედეს” ექსკლუზიური ჩვენება გაიმართა

მარიამ ხაჭვანის მხატვრული ფილმის – „დედეს” ექსკლუზიური ჩვენება გაიმართა პარლამენტის კინოდარბაზში. „დედე” ახალგაზრდა რეჟისორის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმია, რომელშიც სვანეთის მკაცრი ტრადიციებისა და დიდი სიყვარულის დაპირისპირების ამბავია მოთხრობილი.
რეჟისორმა მარიამ ხაჭვანმა ფილმის წარდგენისას მოკლედ ისაუბრა გადაღებებისა და მსახიობების შესახებ. მან ასევე მადლობა გადაუხადა პარლამენტის წევრებს – გია ვოლსკის და ზვიად კვაჭანტირაძეს გადაღებებისას გაწეული დახმარებისთვის.
ფილმის საერთაშორისო პრემიერა კარლოვი-ვარის კინოფესტივალზე შედგა, სადაც მან ჟიურის პრიზი მიიღო. ფილმმა ასევე მიიღო არაერთი მნიშვნელოვანი ჯილდო. მათ შორის უმნიშვნელოვანესია იუნესკოს პრიზი, რომელიც მას კულტურული მრავალფეროვნებისათვის მიენიჭა აზიის ოსკარად წოდებულ APSA-ს დაჯილდოებაზე.
.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები