ეგვიპტეში „ISIS”-ის წინააღმდეგ ბრძოლის დროს, 2 ოფიცერი დაიღუპა

ეგვიპტეში, სინაის ნახევარკუნძულზე, „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლის დროს, 2 სამხედრო ოფიცერი დაიღუპა, 2 კი დაიჭრა.
ეგვიპტის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლების განცხადებით, ეგვიპტელმა სამხედროებმა ორმხრივი სროლის დროს, „ისლამური სახელმწიფოს“ 13 მებრძოლის ლიკვიდაცია მოახერხეს, 86 კი დააკავეს.
შეგახსენებთ, რომ ეგვიპტის არმიამ, „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლა 9 თებერვალს დაიწყო, შედეგად, ათობით მებრძოლი და უამრავი სამიზნე ობიექტი გაანადგურა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები