სალონმა „გულის სამელნემ“ ფოთში ლიტერატურული კომპოზიცია წარმოადგინა

ფოთის საბიბლიოთეკო გაერთიანებასთან არსებულმა სალონმა „გულის სამელნემ“ მსმენელს პირველი ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია წარუდგინა, რომელსაც ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი ფარეშიშვილი და ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის უფროსი ინგა მასხულია დაესწრნენ.
ლიტერატურულ სალონში გაწევრიანებული საჯარო სკოლების უფროსკლასელების ლექსებმა, სიმღერებმა, წერილებმა თბილი და განსაკუთრებული გარემო შექმნეს.
საბიბლიოთეკო გაერთიანებასთან არსებული ლიტერატურული სალონი „გულის სამელნე“, ქართველი ავტორებისა და მათი ნაწარმოებების უკეთ გაცნობას ისახავს მიზნად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები