ვლადიმერ პუტინი აქცენტს რუსეთის მზარდ სიძლიერეზე აკეთებს
ვლადიმერ პუტინის მიმართვას ფედერალური კრებისადმი, თან ახლდა ექვსი ვიდეორგოლი და 17 სლაიდი რუსული სამხედრო ტექნიკის თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ. მსგავსი ვიზუალური გამოსახულებები პუტინის მიმართვაში პირველად დაფიქსირდა. როგორც რუსული მედია იუწყება, ყველაზე დიდ მოულოდნელობას წარმოადგენდა რუსული შეიარაღების მოწინავე მაგალითების დემონსტრირება, რომლებიც მანამდე საჯარო არ ყოფილა. ესენია: სტრატეგიული სარაკეტო კომპლექსი „სარმატი“, განუსაზღვრელი სიშორის ფრთოსანი რაკეტა, უპილოტო წყალქვეშა აპარატი, საავიაციო-სარაკეტო კომპლექსი „კინჟალი“, ჰიპერხმოვანი სარაკეტო კომპლექსი და საბრძოლო ლაზერული დანადგარი.
ვლადიმერ პუტინის თქმით, რუსეთის ფედერაციის მზარდი სიძლიერე, პლანეტაზე მშვიდობის არსებობის გარანტია, რადგან ის ძალთა ბალანსის შენარჩუნებას უწყობს ხელს.
გარდა ამისა, ვრცელ მიმართვაში მან აღნიშნა, რომ რუსეთის განვითარება სანქციებით ვერ მოახერხეს. მან ვრცლად ისაუბრა აშშ-თან ურთიერთობებზე.
რუსეთის სამხედრო დოქტრინაზე საუბრისას, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ნებისმიერი სიძლიერის ბირთვული იარაღის გამოყენება, რუსეთის ან მისი მოკავშირეებით წინააღმდეგ, აღქმული იქნება როგორც რუსეთზე თავდასხმა, ხოლო პასუხი იქნება მყისიერი. მისი თქმით, ნატოს მიახლოება რუსეთის საზღვრებთან, სამხედრო თვალსაზრისით, არაეფექტური ხდება.