ინდოელმა სამხედროებმა 2 პაკისტანელი ჯარისკაცი მოკლეს
პაკისტანში, ქაშმირის რეგიონში, ინდოელმა სამხედროებმა 2 პაკისტანელი ჯარისკაცი მოკლეს. ინფორმაციას „Foxnews”-ი ავრცელებს.
ინდოელმა სამხედროებმა, საარტილერიო ცეცხლი კაშმირში მდებარე ერთ-ერთ სამხედრო პოსტს გაუხსნეს, შედეგად კი, ორი პაკისტანელი ჯარისკაცი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტის შემდეგ, პაკისტანელმა ჯარისკაცებმა საპასუხო იერიში ინდოელი სამხედროების პოსტებზე მიიტანეს, თუმცა ამ დრომდე მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
შეგახსენებთ, რომ პაკისტანელ და ინდოელ სამხედროებს შორის, ვითარება 2 კვირის წინ დაიძაბა, როდესაც პაკისტანის სამხედრობმა 5 ინდოელი მოკლეს.