იაპონიის კუნძულ კიუშუზე ვულკანი ამოიფრქვა
იაპონიის კუნძულ კიუშუზე ვულკანი ამოიფრქვა. იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს განცხადებით, ვულკან შინმოედაკეს ბოლო ამოფრქვევა 5 თვის წინ დაფიქსირდა. ინფორმაციას „Kyodonews“-ი ავრცელებს.
ვულკანის ამოფრქვევა ადგილობრივი დროით 11:00 საათზე მოხდა.
პოლიციის განცხადებით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
ვულკანი 2017 წლის ოქტომბერშიც ამოიფრქვა, მისი კვამლი კი, კრატერიდან 2,300 მეტრ სიმაღლეზე გავრცელდა.