„სოციუმის პატიმარი“ 4000 ფილმს შორის საუკეთესოდ აღიარეს

რატი წითელაძის და ნინო ვარსიმაშვილის მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი „სოციუმის პატიმარი” 4000 ფილმიდან საუკეთესოთა შორის მოხვდა. პრემიერა Tampere Film Festival-ის მთავარ საერთაშორისო კონკურსზე შედგება.
ამ ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.
ფილმი მოგვითხრობს ერთი პატარა ოჯახის ამბავს, რომლის ერთობაც დიდი გამოწვევის წინაშე დგას… ეს არის ფილმი თავისუფლების წყურვილზე, აუხდენელ ოცნებეზე და მომავალზე, რომელიც გაურკვეველია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები