რუსეთის განცხადებით, სირიელი ამბოხებულები „ჰუმანიტარულ კორიდორზე“ შეტევებს ახორციელებენ
რუსი სამხედროები, სირიელ ამბოხებულებს, აღმოსავლეთ ღუტაში მდებარე „ჰუმანიტარულ კორიდორზე“ თავდასხმაში ადანაშაულებენ. ინფორმაციას „Foxnews”- ი ავრცელებს.
„სირიელი ამბოხებულები, რომლებიც აღმოსავლეთ ღუტაში არიან განლაგებულნი, „ჰუმანიტარულ კორიდორს“ ესხმიან თავს. აღნიშნულ ტერიტორიას სირიელი და რუსი სამხედროები იცავენ და მოსახლეობის ევაკუაციას ახორციელებენ“, – განაცხადა რუსმა გენერალმა ვლადიმერ ზოლოტუკინმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას.
სირიის მედიის განცხადებით, რამდენიმე ჭურვი „ჰუმანიტარულ კორიდორთან“ ჩამოვარდა, თუმცა არავინ დაშავებულა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, რუსეთმა მოსახლეობის ევაკუაციის მიზნით, სირიაში „ჰუმანიტარული პაუზის“ ბრძანება გასცა, თუმცა ამ დრომდე არცერთ მოქალაქეს არ მიეცა საშუალება, საომარი ტერიტორია დაეტოვებინა.