ირანმა, სირიის დედაქალაქთან ახლოს, სამხედრო ბაზა ააშენა
სატელიტის მიერ გადაღებული ფოტოებით დადგინდა, რომ ირანმა, სირიის დედაქალაქთან ახლოს, კიდევ ერთი მუდმივი სამხედრო ბაზა ააშენა, საიდანაც ისრაელის ნებისმიერ ტერიტორიაზე, სარაკეტო იერიშის მიტანაა შესაძლებელი. ინფორმაციას „Foxnews” ავრცელებს.
სატელიტის მიერ გადაღებული ფოტოების მიხედვით, სირიის დედაქალაქთან 10 მილის რადიუსში, ირანის სამხედრო ბაზა მდებარეობს. ფოტოებში დაფიქსირებულია 2 შენობა, რომელიც, სავარაუდოდ, მცირე და დიდი ზომის რაკეტების შესანახადაა განკუთვნილი.
„ირანი სირიაში ბალისტიკური რაკეტების რიცხვსა და ხარისხს ზრდის“, – განაცხადა აშშ-ის სამხედრო ძალების უფროსმა, კაპიტოლ ჰილში გამართულ შეხვედრაზე.