გია ჟორჟოლიანი: სოციალური შენატანის გარეშე, საპენსიო სფეროს განვითარება შეუძლებელია

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ფრაქცია „ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანმა, პორტალ “კვირას” პრესკლუბში, „უმუშევრობის შემწეობასთან“ დაკავშირებით არსებულ ინიციატივაზე, პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან განმარტა, აღნიშნული ინიციატივა გულისხმობს იმას, რომ უმუშევარმა ადამიანმა გარკვეული სტიმული შეიმუშაოს შესაბამისი ადგილის დასაკავებლად.
მან საპენსიო რეფორმაზეც გაამახვილა ყურადღება და განმარტა, რომ მათი სურვილია, საპენსიო უზრუნველყოფა გაცილებით მალე ამოქმედდეს.
“აღნიშნული იდეა სერიოზულ როლს შეასრულებს დასაქმების და სოციალურ პოლიტიკაში. თუმცა, ამას კომპლექსური მიდგომა სჭირდება. კონკრეტულად ეს გულისხმობს, რომ ადამიანმა გარკვეული სტიმული შეიმუშაოს და განახორციელოს გარკვეული ქმედებები შესაბამისი ადგილის დასაკავებლად. ესაა ამ მიმართულებით ჩვენი პოლიტიკის შეცვლა.
ეს გადასინჯავს არსებულ სოციალური დახმარების პოლიტიკას, რომელიც ჩვენ გვაქვს. რაც შეეხება ახალ საპენსიო რეფორმას, სოციალური შენატანი აუცილებელია, რომ ქვეყანაში არსებობდეს, რადგან საპენსიო სფეროს განვითარება, ამის გარეშე, შეუძლებელია. თუმცა, ჩვენ გვაქვს განსხვავებული შეხედულებები, რომ უფრო სწრაფად მოხდეს ამ ყველაფრის ამოქმედება. თუნდაც, საბაზრო პენსია რასაც ჰქვია, რომელზეც ეს დაგროვებითი ნაწილი არ იმოქმედებს, იქაც ცვლილებები განხორციელდეს გასხვავებული სახით. ვფიქრობთ, რომ ამ რეფორმამ გაცილებით დიდი როლი უნდა შეასრულოს საპენსიო უზრუნველყოფაში, არა 25 წლის შემდეგ, არამედ ახლავე”, – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები