აშშ-ში მასწავლებელმა საკლასო ოთახში ცეცხლი გახსნა
ამერიკელმა სამართლდამცველებმა მასწავლებელი დააკავეს, რომელმაც ცარიელ საკლასო ოთახში ბარიკადები აღმართა და ცეცხლსასროლი იარაღით სროლა დაიწყო. ინფორმაციას „BBC” ავრცელებს.
ამერიკული მედიის ინფორმაციით, 54 წლის ჯესი რანდალ დევიდსონმა, მოსწავლეები დერეფანში ჩაკეტა, ცეცხლი კი მაშინ გახსნა, როდესაც სკოლის დირექტორმა კარი გააღო.
სროლის შედეგად არავინ დაშავებულა.
ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, როდესაც დონალდ ტრამპმა პარკლენდის სკოლაში მომხდარი 17 ადამიანის მკვლელობის შემდეგ, „მასობრივი ხოცვის“ პრევენციის მიზნით, მასწავლებლების შეიარაღების საკითხი განიხილა.