გალერეა „ვაჩე” ლელა გვენეტაძის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას უმასპინძლებს

5 მარტს, 18 საათზე, გალერეა „ვაჩე” ლელა გვენეტაძის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს.
როგორც „კვირას“ გალაერადან აცნობეს, გამოფენა: „ფერადი ლენტებით ნაქარგი ყვავილების სამყარო“  6 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.
გამოფენაზე დამთვალიერებელი იხილავს ფერად-ფერადი ლენტებითა და ნაქარგებით შექმნილ შერეული ტექნიკის გამოყენებით (წყლით, ბისერებით, ჯვარედინით, თასმით ქარგვა და სხვა) სურათებს, ასევე ნახევრად ძვრიფასი ქვებისგან დამზადებულ სამკაულებს: ბროშებს, საყურეებს, სამაჯურებს და ყელსაბამებს და სხვა აქსესუარებს.
„ლელა გვენეტაძის თითოეული ნამუშევარი თვეების განმავლობაში დიდი რუდუნებითა და სიყვარულით იქმნება. ამ ტექნოლოგიით შეუძლებელია მოკლე დროში შექმნა ისეთი სისუფთავე, სიმშვიდე, სიმყუდროვე და სულის ჰარმონია, როგორიც ლელა გვენეტაძის ნამუშევრებში იგრძნობა. წამატებები ვუსურვოთ ქალბატონს, რომელსაც მომნუსხველი სამყარო აქვს შექმნილი და მთლიანად ჩაკარგულია მასში“… – აცხადებენ გალერეაში.
მისამართი: ქიაჩელის ქ. 28.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები