ნიდერლანდების პოლიციამ 4,5 ტონა კოკაინის კონტრაბანდისთვის 6 ადამიანი დააკავა
ჰოლანდიაში 4,5 ტონა კოკაინის კონტრაბანდისთვის, სამართალდამცველებმა 6 პირი დააკავეს. ინფორმაციას „nltimes.nl“ ავრცელებს.
პოლიციის განცხადებით, ჩამორთმეული ნარკოტიკული საშუალების სავარაუდო ღირებულება, დაახლოებით, 170 მილიონ ევროს შეადგენს.
4,5 ტონა კოკაინის ამოღება ბელგიელმა სამართალდამცველებმა შეძლეს, რომლებმაც ეჭვმიტანილების დასაჭერად, ნარკოტიკული საშუალება დანიშნულების ადგილზე, ჰოლანდიის ქალაქ ოსში გაგზავნეს, ამის შესახებ კი, ჰოლანდიელი პოლიციელების ინფორმირება მოახდინეს.
ჰოლანდიის პოლიციის განცხადებით, კონტრაბანდაში ეჭვმიტანილი პირებიდან 2 ქალბატონი და 4 მამაკაცია.