იტალიაში პოლიციელმა მეუღლე დაჭრა, შვილები კი მძევლად აიყვანა

იტალიაში, ქალაქ ლაციოს მუნიციპალურ რაიონში, პოლიციელმა საკუთარი მეუღლე დაჭრა, 2 შვილი კი, მძევლად აიყვანა. ინფორმაციას „report.az“ ავრცელებს.
სასწრაფო დახმარების თანამშრომლებმა, დაჭრილი ქალბატონი რომში მდებარე სან-კამილოს საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ დროისათვის, მისი მდგომარეობა მძიმეა.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციელი საკუთრ 7 წლის და 13 წლის ქალიშვილებთან ერთად, სახლში ჩაიკეტა. ინციდენტის ადგილზე სამართლდამცველები მივიდნენ, რომლებიც სიტუაციის განმუხტვას ცდილობდნენ.
პოლიციის ინფორმაციით, ინციდენტის მიზეზი ამ დრომდე უცნობია.
როგორც ცნობილია, პოლიციელსა და მის მეუღლეს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ, სავარაუდოდ, ისინი განქორწინებას აპირებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები