რუსეთში კორპუსი დაიწვა – არის მსხვერპლი
რუსეთში, პოდმოსკოვიეში მდებარე ქალაქ რამენსკოეში, დღეს დილით მასშტაბური ხანძარი იყო. რუსული მედიის ცნობით, ადამიანები შენობის ფანჯრებიდან მათთვის სპეციალურად მომზადებულ სამაშველო ლეიბზე ხტებოდნენ. სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა 50-მდე ადამიანის ევაკუაცია შეძლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ხუთსართულიან საცხოვრებელს კორპუსს გაუჩნდა.