ქარელში ავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ახალგაზრდა დაიღუპა. არსებული ინფორმაციით მსუბუქი ავტომანქანა ხიდის მოაჯირს შეასკდა და სარწყავ არხში გადავარდა. ავტომობილში 5 ადამიანი იმყოფებოდა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები