პარკლენდის სკოლაში „მასობრივი მკვლელობის“ შემდეგ, სასწავლო პროცესი განახლდა

ფლორიდაში, პარკლენდის სკოლაში მომხდარი მასობრივი მკვლელობის შემდეგ, სკოლის ადმინისტრაციამ სასწავლო პროცესი განაახლა. ინფორმაციას „BBC” ავრცელებს.
პარკლენდის სკოლის შენობასთან უამრავი ადამიანი შეიკრიბა, რომლებმაც დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და სასწავლო პროცესი „ემოციურად“ განაახლეს. პარკლენდის სკოლის მოსწავლეებსა და პერსონალს სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებიც შეუერთდნენ.
სასწავლო პროცესის განახლებასთნ დაკავშირებით, სკოლის მოსწავლეებმა სხვადასხვა სახის კომენტარი გააკეთეს:
„მე ვფიქრობ, რომ სხვა სკოლებთან შედარებით, ჩვენი სკოლა ყველაზე დაცული და უსაფრთხოა, თუმცა უცნაური გრძნობა მეუფლება, როდესაც ამდენ ხალხსა და პოლიციელებს ვხედავ“.
„მიხარია, როდესაც ჩემს ყველა მასწავლებელს ერთად ვხედავ, სასიამოვნოა სკოლაში დაბრუნება“
„მე არ მეშინია“, – განაცხდეს პარკლენდის სკოლის მოსწავლეებმა, რომლებიც სკოლის შენობისკენ ერთად გაემართნენ.
შეგახსენებთ, რომ 14 თებერვალს პარკლენდის სკოლაში, ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლე ნიკოლას კრუზი, ცეცხლსასროლი იარაღით შეიჭრა და 17 ადამიანი მოკლა.
გავრცელებული ინფორმაციით, ნიკოლას კრუზი სკოლიდან ცუდი ყოფაქცევის გამო გარიცხეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები