შსს: ბარათაშვილის ქუჩაზე მომხდარზე პასუხისმგებელი ყველა პირი უმკაცრესად აგებს პასუხს

შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბარათაშვილის ქუჩაზე მომხდარ ფაქტზე, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა და დანაშაულზე პასუხისმგებელი ყველა პირი უმკაცრესად აგებს პასუხს.

„ბარათაშვილის ქუჩაზე მინა ჩამოვარდა. ექვსი არასრუწლოვანი დაშავდა. ექვსივე 70-ე სკოლის მოსწავლეები არიან. ისინი სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. 14 წლის მოზარდი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. დანარჩენების მდგომარეობა სტაბილურია. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. დანაშაულზე პასუხისმგებელი ყველა პირი უმკაცრესად აგებს პასუხს“, – განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

მისივე ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით.

შეგახსენებთ, რომ ბარათაშვილის ქუჩაზე დაშავებული ერთ-ერთი მოსწავლე ცოტა ხნის წინ ინგოროყვას კლინიკაში გარდაიცვალა.

ექიმის განცხადებით, მოზარდს ტრავმული შოკი და სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმა აღენიშნებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები