საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში საზოგადოების ცნობიერების ჩამოყალიბებაში მასმედიის როლზე იმსჯელებენ

 საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში სხვადასხვა აქტუალურ თემაზე საუბრები გრძელდება. მიმდინარე საუბრები ხალხის თხოვნით ამიერიდან  პარასკეობით, 15:00 საათზე ჩატარდება.
როგორც „კვირას“ ახალგაზრდული ცენტრიდან აცნობეს, საუბრები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივითა და ლოცვა-კურთხევით გაიმართება და მომდევნო შეკრება 2 მარტს, 15:00 საათზე გაიმართება. საუბრის თემა იქნება: „მასმედიის როლი საზოგადოების ცნობიერების ჩამოყალიბებაში“.

მისამართი: ელიას მთა, წმ. სამების საკათედრო ტაძარი, პირველი სართული. დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები