ვინ არის ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებული დეპუტატი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაკავებული თემურ გორგაძე კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატია. იგი 1975 წლის 24 იანვარს დაიბადა და თბილისის N75-ე საშუალო სკოლა აქვს დამთავრებული. ასევე, დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტი.

2014-2016 წლებში ის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საკრებულოს კრწანისის რაიონის მაჟორიტარი წევრის, ბექა ნაცვლიშვილის ბიუროს ხელმძღვანელობდა. 2017 წლიდან დღემდე, „ქართული ოცნების“ კრწანისის საოლქო ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანია.

როგორც მისი ფეისბუქის პირადი გვერდიდან ირკვევა, ბოლოს დეპუტატი 26 თებერვალს მოსახლეობას შეხვდა, სადაც მათი პრობლემები მოისმინა და კომპეტენციის ფარგლებში დახმარებას დაპირდა.

დეპუტატს ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

აღსანიშნავია, რომ თემურ გორგაძეს ქონებრივი დეკლარაცია შევსებული არ აქვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები