ავღანეთის პრეზიდენტი: „მზად ვართ, დავივიწყოთ წარსული და პაკისტანთან მოლაპარაკება გავმართოთ“

სააგენტო „TheNews”-ის ინფორმაციით, ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ განიმ, პაკისტანთან სამშვიდობო მოლაპარაკებისთვის მზადყოფნა გამოთქვა. მან აღნიშნა, რომ ორივე ქვეყანამ უნდა დაივიწყოს წარსული და ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადავიდეს.
„ჩვენ მზად ვართ, დავივიწყოთ წარსული და პაკისტანთან მოლაპარაკება გავმართოთ“, – განაცხადა ავღანეთის პრეზიდენტმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას.
გავრცელებული ინფორმაციით, აშრაფ განი პაკისტანს სთვაზობს, „თალიბანი“ ლეგიტიმურ პოლიტიკურ ჯგუფად აღიაროს, რამაც შესაძლოა, სამშვიდობო მოლაპაკების დაწყებას და 16-წლიანი ომის დასრულებას შეუწყოს ხელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები