ლავროვს იმედი აქვს, რომ ევროპაში აშშ-ის ბირთვული შეიარაღების განთავსებაზე უარს იტყვიან

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი იმედოვნებს, რომ ევროპის მოქალაქეები შეძლებენ, უარი უთხრან აშშ-ს, ბირთვული იარაღის განთავსებაზე თავიანთ ტერიტორიაზე.
„იმედი მაქვს, ევროპელი მოქალაქეები შეძლებენ უთხრან „არა“, თავიანთ ტერიტორიაზე ყველაზე მასობრივი განაგდურების იარაღის განთავსების თაობაზე, აშშ-ს, – ერთადერთ სახელმწიფოს, რომელმაც ის უკვე გამოიყენა ჰიროსიმასა და ნაგასაკის მოსახლეობის წინააღმდეგ“, – განაცხადა ლავროვმა ჟენევაში მიმდინარე კონფერენციაზე.
ლავროვის განცხადებით, რუსეთს არ გააჩნია გაფართოებული ტაქტიკური ბირთვული იარაღი, მაგრამ განიხილავს მისი გამოყენების მეთოდებს. „ჩვენს საკუთრებაში არსებული შეიარაღება, ნაციონალურ ტერიტორიაზე, ცენტრალურ შემნახველ ბაზებზე არის განთავსებული. ამ პირობებში, მოქმედებისთვის გამზადებული აშშ-ის ტაქტიკური ბირთვული შეიარაღება ევროპაში, არა მხოლოდ „ცივი ომის“ რუდიმენტი, არამედ, აშკარა აგრესიული პოზიციაა“, -აღნიშნა ლავროვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები