ტერორისტული დაჯგუფება „ბოკო ჰარამის“ ტყვეობიდან 1130 ადამიანი იხსნეს

კამერუნის და ნიგერიის სამხედროების მიერ, ერთობლივად ჩატარებული ოპერაციის შედეგად, 1130-მდე მშვიდობიანი მოქალაქე რადიკალური დაჯგუფება „ბოკო ჰარამის“ ტყვეობიდან დაიხსნეს. სამხედრო ოპერაციის დროს, რომელიც ჩადის ტბის რაიონში ჩატარდა, 37 ბოევიკის ლიკვიდაცია მოხდა, განადგურდა მათი რამდენიმე ბანაკი, ამოღებულია იარაღი, მათ შორის, ტყვიამფრქვევები და თვითნაკეთი ბომბები.
რამდენიმე დღის წინ, ტერორისტული დაჯგუფების წევრებმა ნიგერიის შტატ იობეში 111 სკოლის მოსწავლე გოგონა გაიტაცეს. მათი გადარჩენის მიზნით, ნიგერიის არმიამ სამძებრო სამუშაოების ფარგლებში, დამატებითი საჰაერო საშუალებები ჩართო. სკოლის მოსწავლეებს 24 საათიან რეჟიმში ეძებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები