„ქართული კულტურა, როგორც ევროპული კულტურის ნაწილი“ – ლაშა ბუღაძესთან შეხვედრა გაიმართება

შეხვედრათა ციკლი „მე ევროპელი“ გრძელდება.  28 თებერვალს, 16:00 საათზე, „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ უმასპინძლებს მწერალ ლაშა ბუღაძეს.
შეხვედრის თემაა: „ქართული კულტურა, როგორც ევროპული კულტურის ნაწილი“.
ლაშა ბუღაძე: “ევროპა ეს არის: უფლებები, ეს არის თავისუფლება, კეთილდღეობა, სამართლიანობა. მთავარი ღირებულება არის ადამიანი და ეს არის ძალიან დიდი კულტურა. კულტურა, რომლის ნაწილიც ჩვენ ვართ. ქართველებიც ავსებენ ევროპული იდენტობის მნიშვნელოვან სივრცეს”.
ცნობილი მწერალი და დრამატურგი, ლიტერატურული პრემია საბას ლაურეატი ლაშა ბუღაძე დაიბადა 1977 წლის 1 იანვარს, დაამთავრა თბილისის ი. ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო კოლეჯი (ფერწერა-გრაფიკის სახელოსნო), თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის კინოდრამატურგიის ფაკულტეტი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტი.
ბუღაძის პირველი პიესა თეატრალურ სარდაფში დადგა დათო საყვარელიძემ, ხოლო შემდეგ „არტგრუზ ფესტივალზე“ გავიდა 2000 წელს.
ლაშა ბუღაძე  ესეების, მოთხრობების, ერთი სრულტანიანი, რამდენიმე ერთაქტიანი და ხუთწუთიანი პიესისა და ერთი რომანის – „ვიდრე მთავარ გმირს ეძინა“ ავტორია, რომელმაც ლიტერატურული პრემია „საბა“ მოიპოვა, ნომინაციაში — „წლის საუკეთესო რომანი“.

მის.: შალვა დადიანის 2/1.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები