ბოტანიკურ ბაღში დედის დღე აღინიშნება

3 მარტს, 12:00 საათზე, საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში დედის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართება.
როგორც „კვირას“ ბოტანიკური ბაღიდან აცნობეს, გაიმართება: მცენარეების გამოფენა-გაყიდვა;   ნინო ჩაკვეტაძის ნამუშევრების გამოფენა;  ბერი ანდრიას ფონდის ბენეფიციარების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა; გასართობი პროგრამა „ShowTime“-სგან
ზალიკო სულაკაურის ხატვის მასტერკლასები (კარიკატურები საჩუქრად);
ასევე, ღონისძიებაზე დასწრების მსურველს დახვდება მწვანე, სუფთა გარემო და თემატური ფოტოსტენდი.
„ეს არის ბაღი საუკეთესო მოგონებებისთვის, ამიტომ მოდი ბაღში დედასთან ერთად, რათა შეიქმნა საუკეთესო მოგონებები შენც!“ – აცხადებენ ბოტანიკურ ბაღში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები