„ფოტოგრამა – ფოტოგრაფია კამერის გარეშე, 1842 | 2018“

2 მარტს, 18:00 საათზე, „თი-ბი-სი არტგალერეა“ პროექტს: „ფოტოგრამა – ფოტოგრაფია კამერის გარეშე, 1842 | 2018“ უმასპინძლებს.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, პროექტი ფოტოხელოვნების ისტორიის პროლოგსა და ეპილოგს წარმოგვიდგენს – ფოტოგრამებს, ციანოტიპებიდან (სერ ჯონ ჰეშლის მიერ 1842 წელს აღმოჩენილი ტექნოლოგია) სკანოგრამებამდე (თანამედროვე ციფრული ტექნოლოგია, 2018).
გიორგი ინდუაშვილის ციანოტიპ-ფოტოგრამების (იგივე ციანოგრამები) სერია „პლასტმასის თევზი“ ერთგვარი რეაქციაა გარემოს დაბინძურებაზე და მასალად სწორედ ამ დაბინძურების თვალსაჩინო მიზეზს – ცელოფანს იყენებს.
საბა შენგელია ციფრული ფოტოგრამების (იგივე სკანოგრამები) სერიაში „განდეგილის ბაღი“ სკანერისა და ციფრული ტექნოლოგიის მეშვეობით ჩვეულ გარემოში ახალი სამყაროების აღმოჩენას გვთავაზობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები