გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების სახელმწიფო თეატრის საქველმოქმედო წარმოდგენა გაიმართა

თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების სახელმწიფო თეატრმა, საქართველოს დამოუკიდებლობის ასი წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ციკლის ფარგლებში, მორიგი საქველმოქმედო წარმოდგენა გამართა. სპექტაკლით – ,,საქართველო“ – თეატრმა ქართველ ჯარისკაცებს და მათ შვილებს უმასპინძლა.
ღონისძიება საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და თოჯინების თეატრის ერთობლივი ინიციატივით განხორციელდა. ,,საქართველო“ – ასე ჰქვია სპექტაკლს, რომელიც, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, რეჟისორმა ნიკოლოზ საბაშვილმა თავისივე პიესის საფუძველზე დადგა. წარმოდგენა ყვავისა და ვირის ზღაპრული პერსონაჟების ირგვლივ ვითარდება და თემატური თვალსაზრისით სიყვარულისა და მეგობრობის მარადიულ იდეას გამოხატავს. ერთმოქმედებიანი სპექტაკლი ძირითადად ქართულ, ეროვნულ მუსიკალურ ფოლკლორზეა აგებული.
რეჟისორის კონცეფციის, მხატვრული გადაწყვეტის თვალსაზრისით, სპექტაკლი თოჯინურ სპეციფიკას განეკუთვნება, სადაც, ტრადიციული მხატვრული ფორმების პარალელურად, ავტორი საინტერესო, შემოქმედებით ექსპერიმენტს გვთავაზობს. წარმოდგენა ძირითადად ათი წლის ზემოთ, საშუალო და უფროსი ასაკის მოზარდი მაყურებლისთვისაა გათვალისწინებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები