ჩრდილოეთ კორეამ ქიმიური იარაღის წარმოებისთვის სირიას აღჭურვილობა გადასცა
ამერიკული მედიის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეამ სირიას აღჭურვილობა გადასცა, რომელსაც სირიელები ქიმიური იარაღის წარმოებისას გამოიყენებენ. ინფორმაციას „BBC” ავრცელებს.
აღჭურვილობა სხვადასხვა ნივთისგან შედგება, როგორიცაა: მჟავის მდგრადი ფილები, სარქველები და მილები.
გაეროს ანგარიშის მიხედვით, ფხენიანის სარაკეტო სპეციალისტები, სირიაში მდებარე იარაღის მწარმოებელ ქარხანაში დაფიქსირდნენ. ინფორმაციას „New York Times” ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთ კორეა, ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით, საერთაშორისო სანქციების ქვეშ იმყოფება.