ფეხბურთის 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ნარკოტიკული და ფსიქოტროპული პრეპარატების მოხმარება დაუშვეს

რუსეთში, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებზე მხარდამჭერები, ექიმის რეცეპტის ქონის შემთხვევაში, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შეტანას შეძლებენ. ამის შესახებ გაზეთი „იზვესტია“ იუწყება.
ფეხბურთის უცხოელ და რუს მოყვარულებს უფლება ექნებათ, სტადიონზე შვიდი სახის პრეპარატი შეიტანონ. რეცეპტების ნამდვილობის შემოწმება ძალოვანი სტრუქტურების მოვალეობა იქნება. თუ კი ადამიანის მიერ სამედიცინო მიზნებისთვის პრეპარატების გამოყენება დადასტურებული იქნება, მას შეეძლება, მაგალითად, თან მარიხუანაც იქონიოს.
ტურნირის საორგანიზაციო კომიტეტში ხაზს უსვამენ იმას, რომ მსგავსი პრაქტიკა ევროკავშირის ტერიტორიაზე დიდი ხანია, გავრცელებულია. ტურნირის ფინალური ნაწილი რუსეთის ფედერაციის 11 ქალაქში 14-15 ივნისს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები