გერმანიაში დიზელზე მომუშავე ავტომობილების მოძრაობა აიკრძალება
გერმანიის რამდენიმე ქალაქში, საექსპერტო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დიზელზე მომუშავე ავტომობილების მოძრაობა აიკრძალება. ინფორმაციას „BBC” ავრცელებს.
ლაიფციგის ფედერალური სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილებით გადაწყდა, რომ თავდაპირველად, დიზელზე მომუშავე ავტომობილების აკრძალვა ქალაქ შტუტგარდსა და დიუსელდორფში მოხდება.
გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობა და ავტომობილის მწარმოებელი კომპანიები, აკრძალვას ეწინააღმდეგებიან. ისინი აცხადებენ, რომ ავტომობილების მფლობელთა უფლებები ირღვევა, აკრძალვით კი ავტომობილების ფასი შემცირდება.
ევროკავშირის ინფორმაციით, გერმანიის 70-მა ქალაქმა, 2017 წელს ჰაერის დაბინძურების დონეს გადააჭარბა.