“პროკურატურა გიორგი სანაიას მკვლელობის საქმეზე, მსჯავრდებულ კოტე ციხისთავის განცხადებებს სწავლობს”

მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილი, გიორგი სანაიას მკვლელობის საქმეზე, პატიმარ კოტე ციხისთავის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამ საკითხს საქართველოს პროკურატურა სწავლობს. მისივე თქმით, ამის შემდეგ გადაწყდება, დაიწყება თუ არა გამოძიება.
“ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობის საქმეზე, პატიმარ კოტე ციხისთავის განცხადებას, საქართველოს პროკურატურა სწავლობს. ჩვენ ვერკვევით იმ განცხადების დეტალებში, რომელიც კონკრეტული პირის მხრიდან გავრცელდა, რის შემდეგაც მივიღებთ გადაწყვეტილებას გამოძიების დაწყება-არდაწყების თაობაზე”, – განაცხადა გიორგი გაბიტაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტ გიორგი სანაიას ოჯახმა, მსჯავრდებულ კოტე ციხისთავის განცხადებებზე გამოძიების დაწყება მოითხოვა. გიორგი სანაიას ძმის, ჟურნალისტ ვახო სანაიას განცხადებით, ყოფილი პანკისური დაჯგუფების წევრი კოტე ციხისთავი სატელევიზიო ეთერისას ასახელებდა ხელისუფლების ყოფილ მაღალჩინოსნებს და კონკრეტულ პირებს, რომელთაც მკვლელობის საქმეზე აქვთ შემხებლობა. სანაიას განცხადებით, პროკურატურამ უნდა დაადგინოს და დაკითხოს მსჯავრდებული კოტე ციხისთავი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები