კიევში სააკაშვილის პარტიის წევრების მიერ, ქვების სროლის შედეგად, 8 პოლიციელი დაშავდა

კიევის პოლიციის უფროსის ანდრეი კრიშენკოს განცხადებით, კიევში, უმაღლეს რადასთან მომხდარი დაპირისპირების შედეგად, 8 პოლიციელი დაშავდა. დაპირისპირება მიხეილ სააკაშვილის პარტიის „ახალი ძალების მოძრაობის“ წევრებს და სამართალდამცველებს შორის მოხდა.
კიევის პოლიციის უფროსის თქმით, დაკავებულია 9 ადამიანი, ამ დროისთვის სიტუაცია სამართალდამცველების მიერ კონტროლდება.
სახალხო დეპუტატი ანტონ გერაშენკო უკრაინულ მედიასთან აცხადებს, რომ სააკაშვილის პარტიის წევრები ქვებს ისვროდნენ და საბურავების დაწვას ცდილობდნენ – „უმაღლეს რადასთან, სააკაშვილის ორგანიზაციის მიერ, პროვოკაცია იყო მოწყობილი. პარლამენტის შენობის წინ გამოიტანეს საბურავები და მათ დაწვას ცდილობდნენ. როდესაც პოლიციის თანამშრომლებმა ამის უფლება არ მისცეს, მათ ქვების სროლა დაუწყეს.“ მისი თქმით, ერთ-ერთ პოლიციელს ლავიწის ძვალი აქვს ჩალეწილი.
ფაქტთან დაკავშირებით, უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 345-ე მუხლით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები