საფრანგეთში სამი ადამიანი გაიყინა

საფრანგეთში სამი ადამიანი ძლიერი ყინვის გამო დაიღუპა. ისინი მუდმივი საცხოვრებლის არმქონე პირები იყვნენ.
ანტიციკლონი, რომელსაც ადგილობრივმა მედიამ „მოსკოვი-პარიზის“ ფენომენი დაარქვა, აგრძელებს საფრანგეთის ტერიტორიაზე ჰაერის გაციებას და ბევრ რეგიონში ტემპერატურა მინუს ნიშნულის ქვევით დაეცა. 68 დეპარტამენტის ხელისუფლებამ უსახლკარო ადამიანებისთვის თავშესაფრების ორგანიზება დაიწყო, რისთვისაც 5,3 ადგილი იქნა გამოყოფილი.
საფრანგეთის რამდენიმე დეპარტამენტში კვლავ რჩება გაფრთხილების ნარინჯისფერი დონე, რაც მომატებულ ყინვას და ინტენსიურ თოვას უკავშირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები