კამბოჯაში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა
აღმოსავლეთ კამბოჯაში, სამგზავრო ავტობუსი მცირე ზომის ავტომობილს შეეჯახა, შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 19 კი დაშავდა.
როგორც სასწრაფო დახმარების თანამშრომლები აცხადებენ, ინციდენტის შედეგად დაშვებული ადამიანები საავადმყოფოში გადაიყვანეს, რამდენიმე მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია.
გავრცელებული ინფორმაცით, სამგზავრო ავტობუსი, კამბოჯის დედაქალაქ პნომპენისკენ მიემართებოდა, რა დროსაც ავტომაგისტრალზე მცირე ზომის ავტომობილს შეეჯახა.
„Foxnews”-ის ინფორმაციით, დაშავებულთა უმრავლესობა უცხოელია.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს კამბოჯაში, ავტოავარიის შედეგად, 1500-მდე ადამიანი დაიღუპა.