ახმეტელის თეატრში „ბერნარდა ალბას სახლის“ პრემიერა გაიმართება

1, 2 მარტს, 19 საათზე, ახმეტელის თეატრში პრემიერაა, ესპანელი კლასიკოსი მწერლის ფედერიკო გარსია ლორკას  პიესა „ბერნარდა ალბას სახლი“ რეჟისორებმა ირაკლი გოგიამ და ლაშა გოგნიაშვილმა დადგეს.
როგორც „კვირას“ ახმეტელის თეატრიდან აცნობეს, ახმეტელის თეატრში განხორციელებული „ბერნარდა ალბას სახლი“ მსოფლიოში ერთ – ერთი ყველაზე ცნობილი პერსონაჟის – მკაცრი, შეუვალი, ტრადიციების დამცველი, კონსერვატორი ქალბატონის – ბერნარდა ალბას სახის ახლებური გააზრებაა, ესპანელი დრამატურგისა და პოეტის – ფედერიკო გარსია ლორკას პიესის მთავარი გმირი – ბერნარდა ალბა ქალია, რომელიც თავის სახლსა და ხუთ ქალიშვილს გამალებით „იცავს“ გარეშე თვალისაგან და ყველას სთხოვს მის წესებს დაემორჩილონ… ისინი – ყველანი საკუთარ პატარა ჩარჩოში ჩაკეტილან და ამ ჩარჩოდან იბრძვიან სიცოცხლისთვის, სიყვარულისთვის…
რეჟისორები: ირაკლი გოგია, ლაშა გოგნიაშვილი; მხატვარი – მარიკა კვაჭაძე; რეჟისორის თანაშემწე – ვერიკო რუხაძე;
მოქმედი პირნი და შემსრულებელნი: ბერნარდა ალბა – მზია ტალიაშვილი, ნელი ბადალაშვილი;  პონსია – თამარ ბეჟუაშვილი;
მარია ხოსეფა – მარინა ხარჩილავა; მაგდალენა- სოფია სებისკვერაძე;  მარტირიო – ვერონიკა კალანდარიშვილი; ადელა – მაიკო ვაწაძე; ამელია – გვანცა კანდელაკი; ანგუსტიასი – თამარ ჟორდანია, თამთა პატაშური; მოახლე ქალი – ლიკა ქუთათელაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები