ინდოეთში ავტოავარიის შედეგად 9 მოსწავლე დაიღუპა
ინდოეთში, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი სკოლის მოსწავლეებს იმ დროს დაეჯახა, როცა ისინი გზაზე გადადიოდნენ.
„Foxnews”-ის ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად 9 მოსწავლე დაიღუპა, 10 კი, დაშვდა.
ადგილობრივი სამართლდამცველების განცხადებით, მაღალი სიჩქარით მოძრავი ჯიპის მძღოლი თავდაპირველად, 2 ქვეითად მოსიარულე ქალს დაეჯახა და ინციდენტის ადგილიდან მიმალვას ცდილობდა, შემდეგ კი, სკოლიდან მომავალ მოსწავლეებს დაეჯახა, რომლებიც ქუჩაზე გადადიოდნენ.
პოლიციის განცხადებით, დაშვებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი, რამდენიმე მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია.
შეგახსენებთ, რომ ინდოეთში საგზაო ინციდენტების შედეგად ყოველწლიურად 110 000 ადამიანი იღუპება, რაც მძღოლების დაუდევრობით, სიჩქარის გადაჭარბებითა და დაზიანებული გზებით არის გამოწვეული.