„ჩრდილოეთ კორეასთან მოლაპარაკებას, მხოლოდ სწორი მიმართულებით გავმართავთ“-დონალდ ტრამპი

სააგენტო „YONHAP NEWS AGENCY”-ის ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეასთან მოლაპარაკებას, მხოლოდ სწორი მიმართულებით გამართავს.
ტრამპმა მიმართვა მას შემდეგ გაავრცელა, როდესაც კომუნისტური რეჟიმის წარმომადგენლებმა, ვაშინგტონთან დიალოგის გამართვის შესახებ, მზადყოფნა ორჯერ გამოთქვეს.
„მათ სურთ მოლაპარაკება, ისევე როგორც ჩვენ, მაგრამ მხოლოდ სწორი მიმართულებით, სხვა შემთხვევაში მოლაპარაკება არ შედგება“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა შტატის გუბერნატორებთან შეხვედრისას „თეთრ სახლში“.
ტრამპს შეხვედრაზე არ განუცხადებია, თუ რა ვითრებაში შედგება შეხვედრა, თუმცა, აშშ-ის ყოფილი ხელისუფლება გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მათ ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამა ვერ მოაგვარეს.
„ყოფილ პრეზიდენტებს უნდა გადაეწყვიტათ ეს პრობლემა. სანამ აქ მოვიდოდი, ისინი 25 წლის განმავლობაში ლაპარაკობდნენ და იცით, რა მოხდა? არაფერი“, – განაცხადა ტრამპმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები