ხელოვნების სასახლეში კახაბერ თოფჩიშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნება

26 თებერვალს, 19:00 საათზე, ხელოვნების სასახლეში კახაბერ თოფჩიშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნება.
როგორც „კვირას“ ხელოვნების სასახლიდან აცნობეს, ეროვნულ მოტივებზე შექმნილი ექსპოზიცია მხატვრის ბოლო პერიოდში შექმნილ 70-ზე მეტ გრაფიკულ და ფერწერულ ნამუშევარს აერთიანებს.
ხელოვანი, რომლის ნამუშევრებიც ზიმერლის და ჰარვარდის მუზეუმების საგამოფენო სივრცეებს ამშვენებს, დღეს გორის ანა ფერაძის სახელობის სამხატვრო სკოლის ხელმძღვანელია.
ტუგანოვის სახელობის სამხატვრო სასწავლებელის დამთავრების შემდეგ, კახაბერ თოფჩიშვილმა თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა. 1998 წელს, ასპირანტურის დასრულებას მოჰყვა სამეცნიერო ნაშრომი – „ქართული ფერწერის თავისებურებანი“ (2002 წ).
აღსანიშნავია, რომ 1993 წელს, მხატვარი რომის ნატიფი ხელოვნების აკადემიაში ხატვის პედაგოგად მიიწვიეს, 2003 წელს კი მისი ნამუშევრები, მუდმივ ექსპოზიციაში ზიმერლის და ჰარვარდის მუზეუმების გალერეებში გამოიფინა .
მხატვარი სისტემატიურად მონაწილეობს ჯგუფურ გამოფენებში. 2003 წელს მოეწყო მისი პერსონალური გამოფენა ზურაბ წერეთლის გალერეაში.
გამოფენა ხელოვნების სასახლეში 1 კვირას გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები