სომალიში, ტერორისტული თავდასხმის შედეგად, 45 ადამიანი დაიღუპა

სომალის დედაქალაქში ტერორისტული თავდასხმა მოხდა, შედეგად სულ მცირე 45 ადამიანი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, ტერორისტებმა 2 ავტომობილი სადაზვერვო სამსახურის შენობასთნ ახლოს ააფეთქეს. ინფორმაციას „english.ahram.org.eg“ ავრცელებს.
მომხდარ ინციდენტს, ეგვიპტის საგარეო საქმეთ მინისტრი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეგვიპტის მთავრობა მზადაა სომალის მხარდასაჭერად, მან ასევე აღნიშნა, რომ მსგავსი ტერორისტული თავდასხმები, სომალის სახელმწიფო ინსტიტუტების აღდგენასა და ტერორიზმთან ბრძოლას არ შეაჩერებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ტერორისტულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ორგანიზაცია „ალ-შაბაბმა“ აიღო, რომლის მთავარი სამიზნე სამთავრობო უწყებები და უსაფრთხოების სამსახურებია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები