სოფიო ქაცარავამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში შეხვედრები გამართა

ვენაში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის ფარგლებში, პარლამენტის მუდმივმოქმედი  დელეგაციის ხელმძღვანელმა, სოფიო ქაცარავამ ორმხრივი შეხვედრები გამართა.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარისა და მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენლის, ჰარლემ დეზირის შეხვედრის თემას საქართველოში მედია თავისუფლების კუთხით არსებული ვითარების განხილვა წარმოადგენდა.

„ქართული მხარე აფასებს მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს ოფისთან ნაყოფიერ თანამშრომლობას.  საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს თავისუფალი მედიის არსებობა წარმოადგენს და ამ კუთხით, ქვეყანამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია”, – აღნიშნა შეხვედრისას სოფიო ქაცარავამ. ჰარლემ დეზირმა საქართველოს ხელისუფლების მიერ ამ კუთხით გატარებული ღონისძიებები დადებითად შეაფასა და არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების თაობაზე მზაობა გამოთქვა.

შეხვედრაზე მხარეებმა სამხრეთ კავკასიის მედია-კონფერენციის საქართველოში გამართვის მნიშვნელობაზეც ისაუბრეს.

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) დირექტორთან, ინგრიდბერგ გისლადოტირთან გამართულ შეხვედრისას, მხარეებმა ოფისსა და საქართველოს შორის არსებულ ურთიერთობებზე და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებებზე გაამახვილეს ყურადღება. სოფიო ქაცარავამ გენდერული თანასწორობისა და საპარლამენტო ზედამხედველობის საკოთხებზე ისაუბრა. მხარეებმა,  კიდევ ერთხელ აღნიშნეს საქართველოში გატარებული რეფორმების შედეგად მიღწეული შედეგი. შეხვედრაზე დემოკრატიის კონსოლიდაციის პროცესში, ეუთოს ინსტიტუტის ჩართულობის მნიშვნელობას გაესვა ხაზი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები