თბილისში, 500 კილოგრამზე მეტი საეჭვო წარმომავლობის ხორცი განადგურდება

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორებმა ხორცის სარეალიზაციო ობიექტების შემოწმებისას ვადაგასული და საეჭვო წარმომავლობის ხორცი გამოავლინეს. ამის შესახებ “კვირას” სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.

სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, დარღვევები დაფიქსირდა შპს „ახალ ხორცის” საბითუმო-სარეალიზაციო ობიექტში, რის გამოც თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორებმა  500 კილოგრამზე მეტი ვადაგასული და ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე ხორცი დალუქეს. ბიზნესოპერატორი კანონმდებლობის შესაბამისად  დაჯარიმდა და ხორცის განადგურება დაევალა, რაზეც ზედამხედველობას სურსათის ეროვნული სააგენტო განახორციელებს. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შპს „ახალი ხორცი” ანალოგიური დარღვევებისთვის თვის დასაწყისშიც დააჯარიმა.

საეჭვო წარმომავლობისაა ხორცი, რომელსაც არ აქვს ჯანმრთელობის ნიშანდება (აღნიშვნა, რომელიც დასმულია ცხოველის ტანხორცზე და მიუთითებს, რომ ცხოველმა გაიარა დაკვლის წინა დადაკვლის შემდგომი შემოწმება და დაიკლა ვეტერინარის ზედამხედველობით).

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები