სოფო კილაძე და ანრი ოხანაშვილი გერმანიის ბუნდესტაგის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდნენ

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, სოფო კილაძე და ანრი ოხანაშვილი გერმანიის ბუნდესტაგის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს, გიდე იენსენსა და ამავე კომიტეტის წევრს, ადამიანის უფლებათა საკითხებში სოციალ-დემოკრატიული პარტიის სპიკერს, გაბრიელე ჰაინრიხს შეხვდნენ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ადამიანის უფლებების კუთხით მიმდინარე რეფორმებს საქართველოში. საქართველოს პარლამენტის წევრებმა გერმანელ კოლეგებს გააცნეს საკონსტიტუციო რეფორმა, განსაკუთრებით ადამიანის უფლებების გაუმჯობესების მიმართულებით. ქართულმა მხარემ მათ მიაწოდა ინფორმაცია მართლმსაჯულების სფეროში განხორციელებულ რეფორმებთან მიმართებით და იმ დადებით შედეგებზე, რომელიც ავტორიტეტული საერთაშორისო რეიტინგებითა და კვლევებით დადასტურებულია. მასპინძლები, ასევე, დაინტერესდნენ საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის საქმიანობის სხვადასხვა, მათ შორის სოციალური, მიმართულებით.

გერმანულმა მხარემ ხაზი გაუსვა გერმანიის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერას ევროატლანტიკური ინტეგრაციის საქმეში, ისევე როგორც ვიზალიბერალიზაციის კუთხით. მხარეები საკომიტეტო დონეზე მჭიდრო სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები