ნაძალადევის რაიონში მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია გრძელდება

ნაძალადევის რაიონში საცხოვრებელი კორპუსების შიდა კომუნიკაციების მოწესრიგება გრძელდება. ამ ეტაპზე, წყალარინების სისტემის რეაბილიტაცია ზღვის უბანში, მე-11 მიკრორაიონის პირველ კვარტალში მიმდინარეობს, სადაც სამი კორპუსის ქსელი იცვლება.

ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი თამარ ტალიაშვილი ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად გაეცნენ.

„გამგეობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროექტების დაფინანსებას აქტიურად განაგრძობს. საცხოვრებელ კორპუსებში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პრობლემები არსებობს, რომლებსაც ეტაპობრივად ვაგვარებთ. ამჯერად, მოძველებული და გაუმართავი ქსელი ახლით ზღვის უბანში იცვლება. პროექტის დასრულების შემდეგ, ადგილობრივ მოსახლეობას – 168 ოჯახს დისკომფორტი აღარ შეექმნება და მათი საცხოვრებელი პირობები გაუმჯობესდება“, – განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა.

პროექტის მიხედვით, მე-15, მე-15ა და მე-16 კორპუსებთან წყალარინების ქსელი 93 მ სიგრძეზე იცვლება. ქსელის რეაბილიტაციის შემდეგ, ნაძალადევის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას უზრუნველყოფს, რომლის ფარგლებშიც, ასფალტის ახალი საფარი დაიგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები