შსს-მ ერთ კვირის განმავლობაში ნარკოდანაშაულისთვის 20 პირი, მათ შორის 5 ნარკორეალიზატორი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთ კვირაში ნარკოდანაშაულისთვის 20 პირი, მათ შორის 5 ნარკორეალიზატორი დააკავა – ამის შესახებ შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ, მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოღებულია დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება.
პოლიციის მხრიდან კრიმინალთან აქტიური ბრძოლა გრძელდება. სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში, სამცხე-ჯავახეთში, აჭარასა და ქვემო ქართლში, ჯამში, 0,5 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული ნივთიერებები ამოიღეს, მათ შორის: 589.86 ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება, 191 აბი „სუბოქსინი“, 18 აბი „მდმა“, 437 აბი „ექსტაზი“, 179 აბი „ბუპრენორფინი“, 10 აბი „მეტადონი“, 1 შეკვრა ოპიუმი და ა.შ. ნარკოდანაშაულისთვის 20 პირია დაკავებული, მათ შორის – 5 ნარკორეალიზატორი.
დაკავებულთა შორის, 8 უცხო ქვეყნის მოქალაქეა. მათ მიერ სხვადასხვა მუხლით ჩადენილი დანაშაული, 7-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბათუმში ნარკოდანაშაულისთვის თურქეთის 3 და უზბეკეთის 1 მოქალაქე დააკავეს. პოლიციამ ერთ-ერთი ბრალდებულის მიერ მოქალაქისთვის მიყიდული 10 აბი „ექსტაზი“ ნივთმტკიცებად ამოიღო. მისი პირადი და დროებით საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებულია 427 აბი „ექსტაზი“. პოლიციამ, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე, დააკავა მათთან კავშირში მყოფი თურქეთის რესპუბლიკის სხვა მოქალაქე და უზბეკეთის 1 მოქალაქე, რომელთა პირადი და დროებით საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას 164 აბი „ექსტაზი“ ამოიღო. ზემოაღნიშნულ ფაქტებზე გამოძიება გრძელდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა. სამინისტროს მიზანია დროულად აღიკვეთოს ნარკოტიკის გავრცელება და მაქსიმალურად შემცირდეს ნარკოდანაშაული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები