გიორგი აბაშიშვილი და თენგიზ ფხალაძე სამუშაო ვიზიტით რუმინეთში იმყოფებიან

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, რუმინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს თეოდორ-ვიორელ მელეშკანუს, საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს დან ნიკოლაესკუს და პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მრჩეველს ბოგდან აურესკუს შეხვდნენ.

შეხვედრებისას განსახილველ საკითხებს შორის იყო: საქართველოს ევროპული ინტეგრაცია, რეგიონის უსაფრთხოება  შავი ზღვის რეგიონის ჭრილში, საქართველოს ოკუპაცია, ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველო – რუმიეთის თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები.

შეხვედრებს ასევე ესწრებოდა საქართველოს ელჩი რუმინეთში ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები