პაკისტანში, აფეთქების შედეგად, 3 ადამიანი დაშავდა

პაკისტანელი სამართალდამცველების ინფორმაციით, დანაღმული ავტომობილი აფეთქდა, რომელიც კატასტროფის მართვის დეპარტამენტის უფროსს მუჰამედ შაკელს ეკუთვნოდა, აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქების დროს მუჰამედ შაკელი ავტომობილში არ იმყოფებოდა. ინფორმაციას „thenews.com.pk“ ავრცელებს.
სასწრაფო დახმარების თანამშრომლების განცხადებით, აფეთქების დროს მძღოლი და კიდევ ორი მოქალაქე დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ადგილობრივმა სამართალდამცველებმა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები