ჩრდილოეთ კორეის გავლენიანი გენერალი სამხრეთ კორეას ესტუმრება

ჩრდილოეთ კორეა, ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან გენერალს კიმ იანგ-ქოლს, ზამთრის ოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონიალზე გაგზავნის. ინფორმაციას „BBC” ავრცელებს.
გენერალი კიმ ინაგ-ქოლი ჩრდილოეთ კორეის დაზვერვის ყოფილი უფროსია, გავრცელებული ინფორმაციით კი, სამხრეთ კორეის წინააღდეგ რამდენიმე შეთქმულებაში მონაწილეობა მიიღო.
გენერალის დელეგაცია, სამხრეთ კორეაში სამი დღის განმავლობაში დარჩება. როგორც ცნობილია, სამხრეთ კორეის პრეზიდენტი გენერალთან შეხვედრას აპირებს.
როგორც „BBC” იუწყება, არსებობს შეშფოთება, რომ ფიონჩანგი, ღონისძიებას საერთაშორისო იმიჯის გასაუმჯობესებლად იყენებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ზამთრის ოლიმპიური თამაშების დასრულების ცერემონიაზე, აშშ-ის დელეგაციას, დონალდ ტრამპის ქალიშვილი, ივანკა ტრამპი უხელმძღვანელებს.
სამხრეთ კორეის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, ჩრდილოეთ კორეასა და აშშ-ს შორის ოფიციალური შეხვედრა არ შედგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები