სოფიო ქაცარავა დიდი ბრიტანეთის, ჰოლანდიისა და საფრანგეთის დელეგაციებს შეხვდა

სოფიო ქაცარავა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში დიდი ბრიტანეთის, ჰოლანდიის და საფრანგეთის დელეგაციების ხელმძღვანელებს და წევრებს შეხვდა.

განხილვის მთავარი თემები იტალიის როგორც თავმჯდომარე ქვეყნის პრიორიტეტებს და დღის წესრიგს, საქართველოს კონფლიქტი მშვიდობიანი გზით მოგვარებას, ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმას, ასევე სოფიო ქაცარავას მეორე კომიტეტის ანგარიშს შეეხებოდა, რომელიც მნიშვნელოვანი  საკითხების მომცველია ეუთო-ს რეგიონისთვის.

სოფიო ქაცარავამ კოლეგებს გააცნო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ვითარება ადამიანის უფლებების თვალსაზრისით და რუსეთის მხრიდან უკანონო ქმედებები.

საუბარი ასევე შეეხებოდა ღია მმართველობა პარტნიორის ფარგლებში გატარებულ რეფორმებსა და საქართველოს პროგრესს კარგი მმართველობისა და კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით; საქართველო საგარეო კურსის მთავარ პრიორიტეტებს – ევროპულ ინსტიტუტებთან დაახლოვებას, ნატოში გაწევრიანებას და ამ გზაზე გატარებულ რეფორმებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები